შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

დედა

ლია სტურუა 11 წლის წინ
სად დაგირეკო, როგორ გითხრა, რა მჭამს და რა მღრღნის,
ვიღაც მიყურებს, ვიღაც მაცმევს და მირჩევს პოზას,
მე მირჩევნია, ისევ წამალს გასმევდე კოვზით,
გიბრაზდებოდე და მესმოდეს: _ წვალებად არ ღირს,
მაინც მოვკვდები, მაგრამ მაშინ ვინ დამიჯერებს,
რომ საფლავს, შენთვის გამზადებულს, ჩემთვისაც თხრიან,
რომ ჩემს მუცელში უპატრონო კნუტები ყრია,
ნაწლავებს წითლად მიფხაჭნიან, კუჭს მიგლიჯავენ,
თავში ბორბალი მიტრიალებს, ათასი კითხვა
და ყოველ დილას მეზარება თვალის გახელა,
ხელის კანკალით ვინ გამიყოფს დარდის ნახევარს,
თუ არა დედა, მუდამ ჩუმი, უკან დამხევი,
თვითონ მიწაში მოკუნტული, ედემს რომ ითხოვს,
ერთადერთი და ეგოისტი შვილის სახელით...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →