შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

გაზაფხულის სონეტი

ლია სტურუა 11 წლის წინ
ყოველ გაზაფხულს მექავება და მახრჩობს ყელი,
ნუშივით გრძელი ანგინები მაიძულებენ,
რომ ყველა სიტყვა, მეყვარება, თუ მეძულება,
მტაცებელივით უნდა მქონდეს მკაცრი და მჭრელი,
ღრძილების ბაღში გაბნეული თეთრი გულები _
კბილები უნდა დავაჭირო გალექსილ ენას,
ინტელიგენტის ქალაქურად გამცხრალი გენით
ხიფათს და ტკივილს მოველოდე გაზაფხულისგან...
მაგრამ რა ვუყო მიწის ყივილს, შავსა და ქვენას,
ან ფრთიან ცხენებს, მანქანებში ჩალითონებულს,
თავში და ყურში ხეთა რხევას, ანუ მენიერს?
როგორ დავკარგეთ დიდხანს, ტკბილად ცხოვრების გემო,
კერაზე _ ცეცხლი, სიმღერებში _ ვარდის კონები,
და უკვე აღარ ვემონებით სიტყვას მშვენიერს...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →