შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ბორჯომის მონატრება

ლია სტურუა 11 წლის წინ
ჩემო ტყეებო!
ჰორიზონტს რომ ალურჯებთ
და აადვილებთ,
შუამდგომლობას მიწევთ მთებთან,
რომ გვერდით დამიყენონ -
აკვარელით დახატული ქალაქელი
და ზეთის ფერებით გამაძღარი
გამიშვან უკან
ასე მგონია, ყველა ფოთლით
ფიქრობთ ჩემზე, როცა ღვიძლი
სიყვითლეს მაფენს სახეზე
სულ შემოდგომაში ვიცხოვრებდი,
თქვენ რომ არა....
მართმევენ თქვენს თავს,
ვალებში მიქვითავენ,
რადგან სხვა არაფერი მაქვს ღირებული
ქალაქმაც, ნელ-ნელა, დამიწყო წაშლა
ოსტატურად შესრულებულ ბატალიებში
ვის რად უნდა
ჩემი კამერული პორტრეტი?
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →