შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

აი ია

ლია სტურუა 11 წლის წინ
ჯერ კიდევ მაშინ, დედაენას რომ კითხულობდი,
და მელნისფერი სახეები თავს გევლებოდნენ,
მაშინაც პირში ჩიტი გყავდა გამოვლებული
და ანბანთქება მოდიოდა გაზაფხულივით.
თითქოს, რვეულში კი არ წერდი სიტყვას, უცაბედს,
პირდაპირ ტანზე იხატავდი, როგორც ქსოვილზე
და იების სუნს ინახავდა, ბოლო თოვლივით,
ბიბლიოთეკის დაფურცლული თბილი მუცელი.
მან შეგაჩვია მარტოობას, სიტყვებით თამაშს,
უთოს და თუთას ერთმანეთი უყვართ, უთუოდ,
უფრო ტკბილად და უკამათოდ, ვიდრე დედ-მამას,
რა ბნელში მოხვდი, ვეღარ გწვდება მათი აურა,
კიდეც რომ მოკვდე, იებს მაინც გვერდს ვერ აუვლი
და დედაენას გაყინული სახე უთბება...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →