შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ალბომის დაწყება

როგორც ტორნადო – არათითზე – შენი ბეჭედი -
ჯერ კვლავ ტრიალებს, არ შეკრულა, ჯერ კვლავ სისინებს
ყურთან – სამოთხის მეგობარი.
და ეს “შეჩერდი” -
შეჩერებული კადრია და ალბათ მისივე
ფოტო – პირველი ჩაწებდება ხსოვნის ალბომში -
ახალ ალბომში – ქათქათაში – თითს რომ დავადებ
და დრო დაიწყებს მერე ფრიალს, როგორც მაქმანი -
მანქანის ღია სარკმელიდან.
და დანარჩენი -
საინტერესო აღარც არის.
ფოტოს დავარდნა.
აღება.
ხოლო ეს ხელები – ცალკე ხალხია
და ისე უყვართ ერთმანეთი, ვერც კი ამჩნევენ
ერთმანეთისკენ რა გაკვეთეს, რა გადახიეს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →