ჩანაწერი
Laravel
ჩქამი
როგორ ხვდებიან ცხოველები
რომ ჭიპლარი უნდა გადაჭრან
საკუთარი სისხლის და ხორცის?
როგორ ხვდებიან – უნდა გაუშვან სხეულიდან,
რათა მისცენ ძალა სიცოცხლის.
ან ხეები, როგორ აძლევენ საკუთარ ნაყოფს -
სავსეს, ბდღვრიალას – ნებას – დაცემის.
ჯერ ხომ მუშტში ინახავენ,
ნელ-ნელა ხსნიან,
თავად აოცებთ იქ გაშლილის ფორმა და ფერი.
მერე კი მთელი ტანით, მერქანით
ამ ნაყოფში ამოდიან, ამუქებენ, სისხლით ავსებენ.
როგორ უშვებენ ბოლოს ტოტებს?
ენანებათ? არ ენანებათ?
რა ძალაა, შუბლს თითებთან რომ აქორწინებს
და სტრიქონებს ტოვებს, ტოვებს უცხო თვალებთან.
ნუთუ არის ეს ყველაფერი – ინსტინქტის ჩქამი.
და სიყვარული?
როცა მას ზრდი, როგორც საკლავს,
შესაწირავს – გასქელებულ მეტროპოლისში
მოშიმშილე სილამაზისთვის.
მაპატიე, მაპატიე.
ხელი დავუშვი.
რომ ჭიპლარი უნდა გადაჭრან
საკუთარი სისხლის და ხორცის?
როგორ ხვდებიან – უნდა გაუშვან სხეულიდან,
რათა მისცენ ძალა სიცოცხლის.
ან ხეები, როგორ აძლევენ საკუთარ ნაყოფს -
სავსეს, ბდღვრიალას – ნებას – დაცემის.
ჯერ ხომ მუშტში ინახავენ,
ნელ-ნელა ხსნიან,
თავად აოცებთ იქ გაშლილის ფორმა და ფერი.
მერე კი მთელი ტანით, მერქანით
ამ ნაყოფში ამოდიან, ამუქებენ, სისხლით ავსებენ.
როგორ უშვებენ ბოლოს ტოტებს?
ენანებათ? არ ენანებათ?
რა ძალაა, შუბლს თითებთან რომ აქორწინებს
და სტრიქონებს ტოვებს, ტოვებს უცხო თვალებთან.
ნუთუ არის ეს ყველაფერი – ინსტინქტის ჩქამი.
და სიყვარული?
როცა მას ზრდი, როგორც საკლავს,
შესაწირავს – გასქელებულ მეტროპოლისში
მოშიმშილე სილამაზისთვის.
მაპატიე, მაპატიე.
ხელი დავუშვი.
Laravel
კომენტარი
0