ჩანაწერი
Laravel
სოფლებად ქცეულ სატახტოებში ..
სოფლებად ქცეულ სატახტოებში
დარჩენილებს – უხილავი ქმნილებები
გვინთებენ და გვიქრობენ დღემდე -
სინათლეს. როცა სინათლე მოდის -
უკანასკნელი დიზაინის კაბებში,
ზურგზე მიკერებული – ახალთახალი,
ცვილითა და ბუმბულებით შეთხზული ფრთებით -
ეკრანებიდან გვიღიმიან თეთრკბილება
ლამაზმანები; როცა სინათლე მიდის -
ვანთებთ – ძველი და მზისგან დამდნარი
ფრთების ცვილის სანთლებს; აბაზანებში -
ძილის წინ – ძველი გულმოდგინებით
ვიხეხავთ კბილებს. და მე კი მაინც -
უკვე მეოთხე გვერდითი კბილი
ამოვიღე, – არა ფოტომოდელის მსგავსად -
რომ ყვრიმალები უკეთ დამაჩნდეს, -
არამედ, შენი ტყუპისცალი ვარ -
სტივი, – ასეთი ახალგაზრდა და უკბილო
და არ ვიცი რას დავაბრალო -
მურაბებს თუ გუდასტვირის ხმას -
რომ დაგვაბედა ორივე – სიტკბოს სიყვარულიც,
კბილის ტკივილიც; სიყვარული და
ტკივილი – ჩვენი ტყუპისცალი
და ბებერი და უკბილო სამშობლოების.
დარჩენილებს – უხილავი ქმნილებები
გვინთებენ და გვიქრობენ დღემდე -
სინათლეს. როცა სინათლე მოდის -
უკანასკნელი დიზაინის კაბებში,
ზურგზე მიკერებული – ახალთახალი,
ცვილითა და ბუმბულებით შეთხზული ფრთებით -
ეკრანებიდან გვიღიმიან თეთრკბილება
ლამაზმანები; როცა სინათლე მიდის -
ვანთებთ – ძველი და მზისგან დამდნარი
ფრთების ცვილის სანთლებს; აბაზანებში -
ძილის წინ – ძველი გულმოდგინებით
ვიხეხავთ კბილებს. და მე კი მაინც -
უკვე მეოთხე გვერდითი კბილი
ამოვიღე, – არა ფოტომოდელის მსგავსად -
რომ ყვრიმალები უკეთ დამაჩნდეს, -
არამედ, შენი ტყუპისცალი ვარ -
სტივი, – ასეთი ახალგაზრდა და უკბილო
და არ ვიცი რას დავაბრალო -
მურაბებს თუ გუდასტვირის ხმას -
რომ დაგვაბედა ორივე – სიტკბოს სიყვარულიც,
კბილის ტკივილიც; სიყვარული და
ტკივილი – ჩვენი ტყუპისცალი
და ბებერი და უკბილო სამშობლოების.
Laravel
კომენტარი
0