შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ჯავსნოსანი და გუდურა (იგავი)

ერთი ჯავსნოსანი რეიდზე ისვენებდა.

მსუბუქ ღელვას აყოლილი გუდურა ზედ ეხლებოდა ნაომარ გემს, დაუცხრომლად ებღლაძუნებოდა. ამ ამბავს

უცქეროდნენ მოსეირნენი და იცინოდნენ უგუნური გუდურას თავხედობის გამო.

„რამ გადაგრია, ძია კაცო, – გადასძახა გზადგავლილმა კატორღამ გუდურას, – ერთი რომ შეგიბეროს,

თვალსაწიერს გადაღმა გადაგტყორცნის ეს ჯავშნოსანი“.

„ფიქრი არაა, – მიუგო გუდურამ, – ვიდრე ეს გემი ჩემზე ხელის გასვრას დააპირებდეს, ჯავშნოსანთან

მებრძოლს შემარქმევს ხალხი''.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →