შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

დაგვიანებული პასუხი მეგობარს

მეც დავიღალე ძმაო ძვირფასო,
მეც ჩამელეწა გულის ფიცარი.
ვის რად ვჭირდები! თავად არ მახსოვს
რაც განმიცდია ქვეყნად სიმწარე...

მე სხვა ხვედრისთვის ვიყავ შობილი,
გულს მინათებდა ოცნება მწველი.
მაგრამ რათა ვარ გულჩათხრობილი,
და გადამშრალი რადა მაქვს ყელი?
რა დავაშავე? რომელი ღმერთის
მე შეურაცხვყავ საკურთხეველი?
დამენგრა კერა მამის და დედის
და განწირული აღსასრულს ველი...

ეგრე სიცივით და ქარიშხალით,
გაძარცვულ ხეზე შერჩენილ ფოთოლს
კიდევ ცოტა ხანს აწვიმს და ათოვს,
ვიდრე მრისხანე ღამის გრიგალი
(ოდეს ზამთარი ველებს დაკარგავს)
არ მოსწყვეტს მას და არ გადაკარგავს...
Laravel
წყარო: http://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=11776

კომენტარი

2
ცისფერყანწელი ფილოლოგიის დოქტორი დონე 1 · ახალბედა 4 წლის წინ
ეს რა არის?! ძალიან ვთხოვ საიტის ადმინისტრაციას,შეასწოროს ლექსში გადაწერის დროს მოსული შეცდომები!
გარჩა
გარჩა პროგრამისტი დონე 1 · ახალბედა 4 წლის წინ
მადლობა შენიშვნისათვის!
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →