შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

კაფე ორნი

კაფეს დავეწვიე ერთ ღერ სიგარეტზე-
დესერტად ვისუნთქავ არომატს ჟასმინის.
დღეს ჩემი იმიჯი უფრო რეტროა და
თეთრი ბერეტი და...
ჩვენ ორის ტანდემი-
corner მაგიდასთან, მკრთალი განათებით,
ვიტრინას ქუჩიდან ნახატად ატყვია,
გარეთ კი ცივა და
ფეხთეთრი ზამთარი-
მინაზე ეპოდებს უხამებს სატირას.
და ეს იან ვარიც უკვე პირტიტველა
ბიჭსაც ვერ უწოდებ- გადარბის გიჟივით
ქუჩაზე, პოეტს რომ გუშინწინ სიტყვებზე
ფეხი გაუცურდა და...
ლექსებმისჯილი
corner მაგიდასთან, მკრთალი განათებით
ერთ ღერ სიგარეტზე- არომატ-ჟასმინით
კაფეს დავეწვიე ...
გარეთ კი ზამთარი
რეტრო იმიჯს ირგებს
მოთეთრო ”კაშნეთი”...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →