შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

სალამი, სევდავ!

"Bonjour Tristesse"
ფრანსუაზა საგანი

სალამი, სევდავ, სინათლევ ღამის,
შენს სანდო მკლავზე მინდა დანდობა!
სალამი ტანჯვის უნაღდეს წამებს,
გადახდილს ვით ომს, ახალგაზრდობას!
სალამი დიაცთ – სასტიკ მსაჯულებს
და ჭორიკანა მშიშარა კაცებს,
სიცრუით ერთურთს გადაჯაჭვულებს
და გულგრილობის ლოგინში ნაცემთ!
უკანასკნელო ჩემო მაისო,
გადამიმწვანე ლოდი და რიყე,
მინდა სამარე ვარდით ამივსო,
მინდა ქორწილი ეგონოთ ბრიყვებს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →