შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ნოსტალგია

(მანქანით მივემგზავრები წერაქვს და
ფიქრში ვეპაექრები მღვდელს, რომელსაც
ძალიან უყვარს ციკნის ჩახოხბილი...)

იკინძება სავალი
სევდანარევ კადრებად,
მოსდებია გზისპირებს
მათრობელა იელი...
მენატრება სიცოცხლე,
მოკეთე მენატრება,
მენატრება მისანდო
სიტყვა და საქციელი...

მართალია, სოფელი
დარჩა ფაფხურს ამაოს,
გახსოვთ, სწუხდა პოეტი —
ვეღარ განარჩიესო...
არც თქვენ გმოსავთ ნათელი,
ჯვრისმტვირთველო მამაო!
მენატრება სამშობლო,
მენატრება იესო...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →