ჩანაწერი
Laravel
კეკლუცი მდინარისა
ჩემი ჩხრიალა მდინარე
ელუკლუკება ტყის პირებს,
არც სიღრმე ჰყოფნის, არც ძალა,
თორემ დახრჩობას მიპირებს.
ქვიშით ამივსო თვალები,
ქვაც მომაყოლა შორიდან,
რამდენი ზეცამ იჭექა,
იმდენი მღვრიე მოვიდა...
ახლა ძლივს მიიკლაკნება,
დარდმა დააშრო ვითომდა,
მაგას რომ სურვილი ჰკლავდეს,
ნაპირებს გადმოვიდოდა...
ელუკლუკება ტყის პირებს,
არც სიღრმე ჰყოფნის, არც ძალა,
თორემ დახრჩობას მიპირებს.
ქვიშით ამივსო თვალები,
ქვაც მომაყოლა შორიდან,
რამდენი ზეცამ იჭექა,
იმდენი მღვრიე მოვიდა...
ახლა ძლივს მიიკლაკნება,
დარდმა დააშრო ვითომდა,
მაგას რომ სურვილი ჰკლავდეს,
ნაპირებს გადმოვიდოდა...
Laravel
კომენტარი
0