შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

დაუპატიჟებელი სტუმრისა

ძუძუნაწყვეტი ბალღივით
ისევ ჭუჭყუნებს ამინდი...
ჩაი მივართვი... გააბა...
ლაპარაკობს და... არ მიდის!

მე ჩემი დარდიც მეყოფა,
რა ვიცი სხვისი ურვისა...
დილიდან ამყვა უჟმური
ღრუბელმაც გამაგულისა,

მიიზლაზნება, მიცოცავს,
მთებს როსღა გადაეგება?
შორით რომ მოსჩანს ნათელი,
ჩემთვისაც ენთოს ეგება...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →