შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

დამიძახე..

გმობდე ერთია და პურიტანო
სულის მოკვდინება განიზრახე...
ღმერთის ლუკმა ცრემლით მოგიტანე
ღმერთში სიცოცხლე, რომ გაგიმზადო.
გიჭირს? მე, მზადა ვარ, დამიძახე...

შენით დაჭრილი ვარ, ვარშამანგი
დამსკდარ იარებზე მომახვიე,
ვიცი, სიჭაბუკე არ შეგარგე,
გულში ციხესავით მოგამწყვდიე
და გთხოვ შემინდე და მომეხვიე,

თორემ მომკლავს სევდა მისიონერს.
სევდა მდუმარების ასაკია...
მინდა თვალებს ცრემლი გისიებდეს.
ბრბოში კაი ძალი მასა კია,
მაგრამ გულს ვერ უნდა გიციებდეს

მათი მოყიჟინო მაჯისცემა.
ხალხი ხან მზეა, ხან ვასილიკო,
მათში, ხან გროვდება ზღვა ცინიკა,
ქრისტე მათგან ბევრჯერ გაიცემა.
არ მსურს შენც, რომ ღმერთზე გაქილიკონ.

არ ღირს ირონიად, პურიტანო,
ის, რომ სულის მოკვლა განიზრახო...
ღმერთის ლუკმა ცრემლით მოგიტანე
ღმერთში სიცოცხლე, რომ გაგიმზადო.
გიჭირს? მე, მზადა ვარ, დამიძახე...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →