შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

სამშობლოს გართმევენ!!!

არ გინდა, ჭირიმე, ღიმილის მომგვრელი როკვა და ლაღობა,
წადი და ცოლისთვის სამოსი იყიდე, შვილისთვის აკვანი,
რა გექეიფება? როდესაც მავანმა ძელყორით დაღობა
საშენო ედემი, წინაპრის სისხლით და სხეულით ნაკვარი.

ვის ბაძავ არც იცი! ის სხვა თუ როკავს და საშინლად ლაღია,
მავანის საჯიჯგნად არც მიტოვებული არა აქვს სახლ–კარი.
შენ კარ–კარ ეთრევი, საშენო სახლი კი დატოვე კარღია,
რომ სხვებმა თავისი ხელწერით წაშალონ წინაპრის ნაკვალი.

და, როცა ვერ ხვდები, რა მძიმე საზურგეს ბეჭები შეახე
ლაღობ და მოლხენილს, მტრის ხელის გერები, გალეშილს გათრევენ.
გულით გთხოვ, ერთხელაც, საშენო სახლ–კარი უბრალოდ შეაღე,
რომ ნახო, მავანნი სამშობლოს, ხარკივით, თუ როგორ გართმევენ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →