შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

სარკის წინ

დრო მოვა და ნარისხალს სიმარტოვე წაგიღებს
სევდის სასაფლაოზე, იქ სიშლეგე დაგმარხავს.
მცირეს, თუმცა ნუგეში თავის ნაწილს გაიღებს
და განცდეულ წამებში გასასოებს ნაგლახარს.
გულს დაგკორტნის ღალატის დაგეშილი ბორები,
იმ ღალატის, ცხოვრებამ სიმართლედ რომ აქცია.
დეპრესიის საწყისთან ბრმად რად მიეგორები?
რად შენატრი იმას, ვინც ბრბოდ აქცია ნაცია?
უსასრულო იქნება მაგ სიმხდალის ასაკი,
თუ არ გამოიცალე ნაძაღლარი ლუკმა და,
თუმც ერთეულს მისწვდება შენი სიტყვა, მასა კი
ტაშს დაუკრავს იმას, ვინც წუთისოფელს უყვარდა...
არ შეგაკრთოს წამითაც უსახელოდ ხეტებამ,
თუ ხოტბა ვერ შეისხა შენმა საქმემ დიდების,
არც დევნამ და არც მათმა ბოროტ გამოხედებამ,
საუკუნოდ, რომ ცეცხლო დროშა გადაბირების.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →