შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ცხოვრება წლების მორგია

გოდება სუნთქვამილეული ავიდა ცამდი,
საუკუნეებს გაემიჯნა წლების დინება...
იყო დრო ღმერთო, როცა გულით უფრორე მწამდი,
ახლა ჩემშია მადლის უხვად გამოდინება.
ახლა ჩემს თავსვე მე დავუდგი ძუნწმა ღორგია.
არ მინდა ვნახო ამ ქაოსის შედეგი მძიმე.
სასრულია და ეს ცხოვრება წლების მორგია,
ჟამია–მალი დაბერება, უაზროდ მცირე...
შეეტყო გრძნობას სისპეტაკის გასვრა და ოხრავს,
მიჭირს, რამდენჯერ შევაჩერე მოდება ნათლის,
ეს განცდა, ამ ხორცს ნელ–ნელა და ტკივილით მოხრავს
და სული გასვლის დროს წამების სიმცირეს დათვლის.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →