შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

წმ. ბერ გაბრიელს

მისი ცივი საფლავი, ცივი ეპიტაფია,
ზედ წარწერა- იცხოვრა დაუსრულო დიდებით,
მისი გული უბრალო, მარად ღმერთის სახლია,
ვერ გატეხეს ტანჯვით და ვერც ცრუ გადაბირებით.

მისი ცივი სხეული,მისი სულის აკლდამა,
ზედ წარწერა- ნიჭივე იმსახურა, სახურავ
გადახდილი დახურა, გაუკვალი გაკვალა
და მიწის ღრმა ალერსი მართლაც დაიმსახურა.

მისი ცივი გონება, მისი ფიქრის სასახლე,
ზედ წარწერა- იპოვა მისტიური ქარტია,
სადაც მონათმფლობელთა არ დატოვა ნასახი,
მისი გონიც ჯვარცმულის საუკუნო სახლია.

მისი ცივი საფლავი, ცივი ეპიტაფია,
ზედ წარწერა- ის ღმერთმა შეიწყალა, საკლავი
არ დაუკლა, რადგანაც მასში ღმერთი მარხია
და თვით ღმერთის საყდარი არის მისი საფლავი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →