შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

რა კარგი ხარ

რა კარგი ხარ, რა კარგი!
რა კარგი ხარ, რა კარგი!
კოხტა ზღვისფერთვალება
თმებზე ღამე გიცინის,
პირზე - დღის ბრწყინვალება.
რა კარგი ხარ, რა კარგი!
შუშპარა და მჩქეფარე!
როცა მოვკვდე, გენაცვალე,
ძეგლად გადამეფარე.
სიომ ძლივს ინახულა,
სადაც გძინავს, ის ბინა
და შენს ტუჩზე გულნარას
ვარდი ააბიბიბინა;
სპილომ ძვლები დაიფშვნა
რამდენიმე წვრილ კბილად
და მარჯნებში ჩაგება
მარმარილოს ბორკილად
რა კარგი ხარ, რა კარგი!
კოხტა, ცელქი, მჩქეფარე....
როცა მოვკვდე, გეთაყვა
ძეგლად გადამეფარე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →