შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მეფე დიმიტრი თავდადებული (თავი მეცხრამეტე)

„უბრძანა თუ: — ბერო-კაცო,

მესმის შენი ერთგულება…

შაბაშ ქართველს!.. გული თურმე

სამარემდე გულად ჰრჩება.

მაგრამ გეტყვი: ჯარს არ შევკრებ,

არ ვინდომებ სისხლის ღვრასა,

მარტო ჩემის გულისათვის

არ შევაკლავ მტერს ათასსა.

ჩვენის ქვეყნის შავი ბედი

როგორც ტაროსი იცვლება,

დრო მოვა და თქვენი თავი

უფრო მეტად დასჭირდება.

მე ერთი ვარ, თქვენ მრავალი,

გვიჯობს ერთით ბევრის რჩენა;

თუ თქვენ მე არ გემეტებით,

მე რად გაგიმეტოთ თქვენა?..

განა თითონ ქრისტე-ღმერთსა

გადარჩენა არ ძალ ედვა,

არ ინება და ქვეყნისთვის

ღმერთი იყო და ჯვარს ეცვა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →