შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

შროშანით იწყება

მოფრინდნენ მერცხლები
სულის გამგებნი:
ქალაქს გავეცლები
ლიანდაგებით
და ვნახავ შროშანას
დაწეწილს ნიავით,
მოსჩანს შორს შარა
ატმით და ქლიავით.
მერცხლებო,. ფრთოსნებო,
მაშ ღმერთმა ინებოს
ლამაზო შროშნებო
და მორცხვო იებო,
მრავალჟამიერ
ყვავილებს ათასებს
იმიერ-ამიერი
რომ გაალამაზეს
მტერი და ორგული –
ყველა დამიწდება,
როცა გაზაფხული შროშანით იწყება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →