შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

სმა ჭამა კარგად შესარგი

გამეგონა: ილია ჭავჭავაძეს ყვარებოდა ჭამა. თუ აკაკისაც უყვარდა, ეს არ ვიცოდი (ვერც წარმოვიდგენდი).

ხშირად იყო სტუმრად გიგო დიასამიძესთან (აკაკი მეგობარი იყო გიგოს მამის ნიკოსი), რომელსაც საოცრად უყვარდა აკაკი.

ვისადილეთ ერთხელ (გიგომ მიმიწვია).

აკაკი სჭამდა ლომივით. გამაკვირვა: მოხუცი იყო და შეეძლო ასე “მაგრა” ჭამა.

შემდეგ მიიძინა.

15 წუთის შემდეგ გაისმა ხვნეშა: მაგარი, ძალუმი, დევკაცის. ეს კიდევ არაფერი. ხვნეშა იყო რიტმდარღვეული. ხანდახან ისე საშინლად ამოიქშენდა ხოლმე, რომ “გათავდა”-თქო მეგონა.

შემეშინდა. გიგოს ვუთხარ:

“არაფერი დაემართოს, მივხედოთ”.

გიგომ თავისებურად გაიღიმა:

“არაფერია… აგრე იცის… კუჭი მოკალული აქვს”…
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →