ჩანაწერი
Laravel
იოსებ გრიშაშვილი - '' სონეტი რობაქიძეს ''
შენზე ამბობენ: კუშტიაო, ამპარტავანი
და გიწოდებენ_უკარებელს, თავკერძს და ტრაბახს;
მე კი მორცხვი ვარ! ვაქებ ტფილისს, სალაყბოს ყაბახს
და მხიბლავს ნუში. აშპაშხანა, მკერდის მტევანი.
შენ თუ უალდთან ღრუბლებში გაქვს ვარდის სევანი.
და მზის მისამართს აწერ ხოლმე სიოს მუშაბახს,
მე ვეტრფი კინტოს_ატმით სავსე დატვირთულ თაბახს;
შენ სრულობა გსურს? მე მსურს მქონდეს ნაკლულევანი.
ჩვენ ვერ გაგვიგეს! ვერც დაგვღალა ამგვარ ჯირითმა.
მაგრამ ჩვენს შემდგომ,_როს ჩვენ ორი დავიხოცებით,
მოიგონებენ ჩვენ სახელსა მზივ-გაოცებით!
სხვა პოეტებში ამღერდება, მწამს, ჩვენი რითმა._
და ვინც ისურვებს, რომ იხილოს მგოსნის დამარი:
მას ალბად, საზღვრად უნდა ჰქონდეს ჩვენი სამარი.

კომენტარი
0