შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ჩემო მისტიურო მეუღლევ!

ჩემო ღვთიურო მეგობარო: ენგადი!
ჩემო შეუდარებულო სიყვერულო: გიტა
ჩემო მისტიურო მეუღლევ: ჰატჰორ!
ეს წუთია მივიღე შენი წერილი, 24 აპრილს გამოგზავნილი. ის ყველაფერს ნათელს ჰფენს. იყავი მშვიდად, სრულიად მშვიდად!
მწერ: ”შენ გეშინია ბოროტების, რომელმაც შეიძლება ავნოს ჩვენს სიყვარულს? მე არა. ჩვენი ფარული შენ და მე მიუწვდომელია ყოველგვარი ბოროტებისათვის”. დღეიდან აღარც მე მეშინია. ეს გრიგოლის – სიტყვაა, სიტყვა ლაშარის წინაშე.
დღეისათვის ეს იყოს. ხვალ მეტს მოგწერ.
თუ ამჩნევ, რომ შენ განსაცვიფრებლად გავხარ ჰატჰორს?
გეხვევა ძლიერ, ძლიერ შენი საყვარელი და:ძმა –
ბოლოში ხელით მინაწერი ვერ გავარჩიე.
(როგორ მიყვარხარ!)
I. იონე, 4, 18: ”სიყვარულში არ არის შიში, ხოლო სრულყოფილი სიყვარული სდევნის შიშს, ვინაიდან შიშში ტანჯვაა, ხოლო მშიშარა არ არის სრულყოფილი სიყვარულში”.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →