შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ლახტი

ლახტი, ლახტი, ლახტუნა,
ლახტს თამაშობს დათუნა.
დაიჯაბნა ციყვუნამ,
ახტუნა და ახტუნა.
აუწითლა ლოყები,
აუჭრელა გვერდები,
ძლივსღა დადის, წუწუნებს:
- ეხ, ციყუნავ, ვბერდები!
შენ კი, სულ არ ვიცოდი,
რა მარჯვე ხარ, რა მალი!
კარგი, გეყო თამაში,
დამიბრუნე ქამარი.
- რაო, რაო, რას ბრძანებ?
ხომ მოგიგე, ძამიკო!
ეს ქამარი ჩემია,
სახლში უნდა წავიღო!-
დათუნია ატირდა,
ცრემლი მოსდის ღვარღვარით:
- შინ როგორღა წავიდე,
ჩამვარდება შარვალი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →