ჩანაწერი
Laravel
ახალი ქოლგა
მზე პირს იბანდა,
მზია და გოგი
გარეთ გავიდნენ
ახალი ქოლგით.
სადრბაზოსთან
შეჩერდა მზია:
- ქოლგის გახსნა რომ
არ შემიძლია?...
ჰა, თუ ბიჭი ხარ,
გახსენი, აბა!-
და ქოლგა გოგის
გადასცა სწრაფად.
“ თუ ბიჭი ხარო “, -
მანამდე დინჯი,
მყისვე აენთო
პატარა ბიჭი.
ეჭვით დახედა
დახურულ ქოლგას,
წინ თითქოს დიდი
გამოცდა ჰქონდა.
სახეზე ჩრდილმა
გადუარა:
“ გავხსნი თუ არა?!“-
უეცრად ბიჭი
რაინდად იქცა:
ისე ლამაზად
და ისე მკვირცხლად
გახსნა ის ქოლგა,
რომ მზიამ უცებ,
“ ყოჩაღო!“ - თქვა და
აკოცა შუბლზე...
მზე პირს იბანდა,
მზია და გოგი
მიცუნცულებდნენ
ახალი ქოლგით.
მზია და გოგი
გარეთ გავიდნენ
ახალი ქოლგით.
სადრბაზოსთან
შეჩერდა მზია:
- ქოლგის გახსნა რომ
არ შემიძლია?...
ჰა, თუ ბიჭი ხარ,
გახსენი, აბა!-
და ქოლგა გოგის
გადასცა სწრაფად.
“ თუ ბიჭი ხარო “, -
მანამდე დინჯი,
მყისვე აენთო
პატარა ბიჭი.
ეჭვით დახედა
დახურულ ქოლგას,
წინ თითქოს დიდი
გამოცდა ჰქონდა.
სახეზე ჩრდილმა
გადუარა:
“ გავხსნი თუ არა?!“-
უეცრად ბიჭი
რაინდად იქცა:
ისე ლამაზად
და ისე მკვირცხლად
გახსნა ის ქოლგა,
რომ მზიამ უცებ,
“ ყოჩაღო!“ - თქვა და
აკოცა შუბლზე...
მზე პირს იბანდა,
მზია და გოგი
მიცუნცულებდნენ
ახალი ქოლგით.
Laravel
კომენტარი
0