შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ორი ფისო

ფისოს ფისო ესტუმრა,
მოეწონა ძალიან:
- როგორა მგავს, თითქოს-და
ჩემი ტყუპის ცალია.

შავტუხაა ჩემსავით,
გაბურძგნული ბეწვი აქვს.
ალბათ სახლში ეზოდან
სათამაშოდ მეწვია. -

თათით იხმო: - აქ მოდი,
შორით რატომ მიცქერი?
მიავ! - თქვა და სტუმრისკენ
გაიწვდინა კისერი.

უცებ შეკრთა ფისო და
ხმაც მაშინვე გაკმინდა.
თურმე თავის ორეულს
მოუხმობდა სარკიდან.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →