ჩანაწერი
Laravel
ორ სიტყვას შორის
ჩვენი ყოფნა ცვლის აქაურობას
და გარემოს აშინაურებს.
სიმყუდროვით მონუსხულები
აღარც კი ვიმჩნევთ მათ არყოფნას,
ვინც სულ გზაშია,
რადგან გრძელდება ჩანაცვლება _
და წასვლა-მოსვლით დროის გალევა.
აქ დავდიოდი ბუკინისტურ მაღაზიაში,
სადაც ახლა საუნაა
და სადაც, მუდამ, ვიღაც მოძრაობს ყველა კიდურით,
დაქოქილია და მანამ უნდა იხტუნაოს,
ვიდრე დროს კვნესა არ აღმოხდება.
ჩვენც დავეძებთ სულისმოსათქმელს
და წუთიერად მაინც ვპოულობთ
აზრს, რომელიც ზეცის თვალია
და იგი ზოგჯერ,
თურმე ცას ახელს და მიწას ხუჭავს.
წონაწორობას ვინარჩუნებ და ვერ მამჩნევენ,
როგორ ვწრიალებ ორ სიტყვას შორის _
დაბადებიდან დაბადებამდე.
და გარემოს აშინაურებს.
სიმყუდროვით მონუსხულები
აღარც კი ვიმჩნევთ მათ არყოფნას,
ვინც სულ გზაშია,
რადგან გრძელდება ჩანაცვლება _
და წასვლა-მოსვლით დროის გალევა.
აქ დავდიოდი ბუკინისტურ მაღაზიაში,
სადაც ახლა საუნაა
და სადაც, მუდამ, ვიღაც მოძრაობს ყველა კიდურით,
დაქოქილია და მანამ უნდა იხტუნაოს,
ვიდრე დროს კვნესა არ აღმოხდება.
ჩვენც დავეძებთ სულისმოსათქმელს
და წუთიერად მაინც ვპოულობთ
აზრს, რომელიც ზეცის თვალია
და იგი ზოგჯერ,
თურმე ცას ახელს და მიწას ხუჭავს.
წონაწორობას ვინარჩუნებ და ვერ მამჩნევენ,
როგორ ვწრიალებ ორ სიტყვას შორის _
დაბადებიდან დაბადებამდე.
Laravel
კომენტარი
0