შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ქართლი

მე მიყვრს შენი გოროზად
გამომზიარალი ქედები,
უბერებელი ჭალები _
იბერიელთა ედემი...
მინდვრები, მარად ღუღუნში
დაბერებული ქედნები,
და ტოროლები წკრიალით
ცადასვლის მოიმედენი.

შენი მარტი და აპრილი,
შინდების ფერიცვალება,
ბლებზე გასული ქალები,
ვაჟები ძერისთვალება,
ჩამობერტყილი კაკლები,
ჩაბარუხების შხეფები,
ორღობეებში მამლები
და ხარისთვალა მყეფრები...

ურმულით, შენი ურმულით
გზად მიმვალი ურმები,
მათი კოფო და ზეწრები,
ჭრელ-ჭრელი აპეურები,
ალამპრებული დარბაზი,
გარეთ ჭრიალი ჭიშკარის,
გალავანშიგნით ხარები
რქებზე დანთებულ ცისკარით.
მარანში მაჭრის ბუტბუტი,
რთვლობის ჟინი და ყიჟინი,
დაცლილი ქაშანურები
ქვევრისთავებზე მიჯრილი..
განთიადისას ლაჟვარდი '
იისფრად ნარიჟრაჟევი,
დედის ფუსფუსი, სიცილი
ომგადახდილი ვაჟების.

Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →