შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ლექსი დაუსტამბავი

ჩემი მართალი გულის ამბავი
ასე უთქმელი ვატარე დიდხანს...
აჰა, ეს ლექსი დაუსტამბავი
წაიკითხე და..
ნურაფერს მკთხავ.

ნურც გაიკვირვებ...
თუმც ჩემი შუბლი
დაღარულია დროთა ხნულებით
გული მსგავსია უნაზეს ღრუბლის
იგი ჟამთა სვლას არ სდევს სრულებით.

ისევ ახარებს თბილისის ზეცა
და გაახარებს კვლავ უფრო მეტად,
შენ საქართველოს უნაზეს ლერწამს
კვლავ გეტყვის ლექსთა დაუდგრომელთა!
ოღონდ უწოდეს, რად ამამღერე,
მაისის წვიმა რისთვის მასხურე,
რად გამანდლე, რად ამაღერე!
კვლავ სიჭაბუკე რად მომაწყრე?!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →