შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ჩამოჭკნებიან ეს ყვავილები...

ჩამოჭკნებიან ეს ყვავილები,

ეს ჯამ-ჯიხვებიც დაიცლებიან,

დაეცემიან მთაში ირმები,

გულს სურვილები გაეცლებიან,

ალაზნის ველებს დასცვივათ ოქრო,

დადნება, რაც მთებს დაჰვერცხლებიათ,

ვინ იჯადოქროს?

უკვდავების დღეს

მხოლოდ ლექსები დაესწრებიან!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →