შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ნისლები

მთიდან შავხევში ნისლები
ნეტავი რისთვის ჩადიან?
იქნებ წყლის ამოსატანად,
იქნებ სხვა რამე დარდი აქვთ?
არა!
მიწას რომ აკოცონ,
კაცის დანახვა სწყურიათ;
ხეებს ემთხვიონ, რიყის ქვას,
სად კაცის ნაფეხურია!
Laravel

კომენტარი

1
გიორგი მოწაფე დონე 1 · ახალბედა 5 წლის წინ
dzalian kargi leqsia
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →