შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მე ვკითხულობდი “ქართლის ცხოვრებას”

მე ვკითხულობდი “ქართლის ცხოვრებას”,
წუხელის დიდხანს, გათენებამდი,
როგორ გლეწავდენ, ჩემო ქალაქო,
სისხლით მოედნებს როგორ ღებავდი!

გამოვვარდები, ხარ თუ აღარა,
კიდევ გაისმის ქუჩებში ჩეხა?
ვხედავ შენს სახლებს, ვხედავ შენს აბრებს
და მიხარიან, რომ ისევ დგეხარ!

შევხარი დილის ორთქლიან პურებს,
ახალ სართულთა წითელ აგურებს,
ვარდის საპალნეს ტაბახმელიდან
და მას, ― ამ ვარდებს ვისაც არგუნებ!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →