შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

წყალზე ნაწერი ლექსები

ვიჯექი შენი საფლავის ჩრდილში
ვწერდი ურვებს -
დაღლილი და დახავსებული...
ჩემი ურვები
წყალზე ნაწერ სტრიქონებს გავდნენ
და ვწერდი დინების საწინააღმდეგოდ.

ჩემი სხეული - ფრინველივით
ჰაერში გამოკიდებული,
ფრთები კი იყინებოდა,
იმსხვრეოდა
და მივდიოდი ნამსხვრევებზე ფეხშიშველი
შენი სახლიდან
შენი სახლისკენ.

შენი საფლავი გვერდზე მინთია
და მის ჩრდილში ჩემი სხეული გვრინით ისვენებს,
ხმაურობს ქვა და მთელი ღამე ურვებს ახველებს,
მე ვდგები ლურჯი საწოლიდან,
როგორც მიწიდან,
შენი ძვლებისგან შევკრავ მარხილს
და წყალზე ნაწერ სოფლის ურვებს არ გავიხსნებ.

შენი საფლავი გვერდზე მინთია
და მის ჩრდილში ჩემი სხეული გვრინით ისვენებს,
გულისკუნძულზე ყვავილობს სვია,
საფლავებიდან ისმის სიმღერა.

ვიჯექი შენი საფლავის ჩრდილში
და ვწერდი ურვებს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →