შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

წვიმს, გისველდება ...

წვიმს, გისველდება თმები,
თმები, რომელიც ბზინავს,
შენი თითებით ვთბები,
შენი სიზმრებით მძინავს.

წვიმა შრიალი ფოთლის,
ბავშვის თვალები ციდა,
შენი დუმილიც მყოფნის,
შენი მოსმენაც მინდა.

წვიმა სველია გზები,
უკან ვბრუნდები მარტო,
შენ დაგისველდა თმები,
მე კი ამასაც ვდარდობ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →