ჩანაწერი
Laravel
ბაბუაჩემი
ბაბუაჩემი გლეხი იყო სულით ხორცამდე,
წიგნი თუ ქონდა წანაკითხი ასე ოცამდე.
ნაშემოდგომევს ბნელ ხევებში ნადირს ხოცავდა,
კაცი არ იყო იმ სოფელში, ვინც არ ლოცავდა.
მოთხოვდნენ წყალს და წითელ ღვინოს გამოუტანდა,
ყველა ალალი და მართალი გულით უყვარდა.
ცხოვრების გზაზე ხელმოცარულს ხელს უმართავდა,
წლები გავიდა და სიკეთის ქმნაში გათავდა.
დღეს ბევრი სნობი უკადრისობს გლეხის წოდებას,
აღარ ისმენენ სხვების რჩევას და მოწოდებას.
ალბათ დღედაღამ კითხულობენ მოდურ პოეტებს:
არჩევენ პეტეფს ბოდლერისგან, ცნობენ გოეთეს.
აქვთ ნიჭი ცუდის კარგისაგან მალე გარჩევის,
მაგრამ არა აქვთ ვაჟკაცობა ბაბუაჩემის!..

წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=8061
კომენტარი
0