შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ლექსი-საყურე

მაქათუბანი...უბისა...ბორითი...
სახლამდე რა დარჩა?-საათი ორიოდ.
ავალ და უნდა დავრჩე ორი თვე
რაც გინდა წვიმა და ქარი-ბორიო
ზღარბის ზურგივით ბალახებს ჯაგრავდეს,
რუები მოგავდნენ ამღვრეულ მორევებს.
თავს გავიმეტებ,დავთვრები,ჯანდაბას!
მე, ჩემი მთვარე და შემდეგ კი ორივე
ამ ღამეს ხალმის ყველივით გავტეხავთ,
რომ ცვარი ავართვათ აისის სამყურებს.
იქნება მოხერხდეს,ვიფიქრე ამდენ ხანს,
ცალ ყურზე ლექსი დაგკიდო საყურედ.
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=17729

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →