ჩანაწერი
Laravel
თბილისი თბილისად ჩვენ უნდა გავხადოთ
თბილისს ეკიდება ხანძარი,
თბილისს ტანი უდევს რომბისებრ.
და შენ ისევ არაყს მაძალებ,
და კვლავ ხურდებს ვითვლით, რომ ისევ
შევავსოთ ეს დაცლილი ჭიქები
და იქნებ, ეს ქალაქიც -თავიდან.
საერთოდ,იშვიათად გვიგებენ,
მინდა, სათქმელი რომ გამიგოთ:
ახლა მთვრალი ვარ და მოვგორავ,
ჩვენი ეს დალევის სახადიც
მოსახდელია... და როგორმე,
თბილისი თბილისად გავხადოთ!
ამათ გონიათ თუ ღებავენ,
ღებვაში დაიჭირეს მუღამი.
ჩვენს მერე მილიონი დღე გავა,
ჩვენ გვერდით ნუ იბღავლებს ნურავინ.
დილით გამოვაღე სარკმელი,
ხუნდებს დაუწყიათ ღუღუნი.
როგორც ჩვენ სახეებს სარკეში,
ხვალეს იმნაირად ვუყურებ.
თბილისს ტანი უდევს რომბისებრ.
და შენ ისევ არაყს მაძალებ,
და კვლავ ხურდებს ვითვლით, რომ ისევ
შევავსოთ ეს დაცლილი ჭიქები
და იქნებ, ეს ქალაქიც -თავიდან.
საერთოდ,იშვიათად გვიგებენ,
მინდა, სათქმელი რომ გამიგოთ:
ახლა მთვრალი ვარ და მოვგორავ,
ჩვენი ეს დალევის სახადიც
მოსახდელია... და როგორმე,
თბილისი თბილისად გავხადოთ!
ამათ გონიათ თუ ღებავენ,
ღებვაში დაიჭირეს მუღამი.
ჩვენს მერე მილიონი დღე გავა,
ჩვენ გვერდით ნუ იბღავლებს ნურავინ.
დილით გამოვაღე სარკმელი,
ხუნდებს დაუწყიათ ღუღუნი.
როგორც ჩვენ სახეებს სარკეში,
ხვალეს იმნაირად ვუყურებ.
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=18600
კომენტარი
0