შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ლუში ძროხა-შემოდგომა, ანუ ნევროზი..

ლუში ძროხა-შემოდგომა გავდენე,
უშენს თოვა.მოდის ბუღა-ზამთარი.
დაცლილ გილზებს კვლავ საფანტით გავტენი,
შაშვებს ვესვრი და ისინიც ფართხალით
(თუ გადარჩნენ) აყვებიან სერი-სერ,
ან რას ვერჩი? ნერვები მაქ აშლილი:
როცა მინდა სროლა, მაშინ ვერ ვისვრი,
კაცი ვარ და გულჩვილი ვარ ბავშვივბით.
შემოდგომა- ლუში ძროხა გავდენე,
ისე ცრემლებავსებული წავიდა...
რა ვქვნა,აღარ შემიძლია ამდენი...
რაც შევძელი, ისიც მიკვირს, საიდან?
..........................................................
უშენს თოვა.მოდის ბუღა-ზამთარი.
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=20506

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →