შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მიმი, შენმა ოთახმა ჩაიხვია უანდერი..

მიმი, შენმა ოთახმა ჩაიხვია უანდერი,
ნოემბერსაც რა ცივი ამინდები დაჩემდა,
მეთერთმეტე სართულის აივნიდან ვადევნებ
თვალს და მარტო მე არა, სხვებიც გამოარჩევენ:
ნაადრევმა ზამთარმა გზა მოყინა სარკისებრ,
ლამის წაწყდეთ ფეხები შეციებულ ფრინველებს,
ალბათ, მალე წინა თვის მზეებს მოვისაკლისებთ,
და ამაოდ გაცდენილ დარებს ვერ მოვინელებთ.
დრო ნერვებზე თამაშობს და ნამდვილი შეშლაა,
დაღამების ლოდინი ისე უსაშველოა...
მიმი, ჩვენც და ჩვენსავით რამდენ წყვილს ეშველება,
როცა ბებერ თბილისში გაზაფხული შემოვა.
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=21180

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →