შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მიმი, ქარი ჩვენს ჭადარს ემუქრება გაწეწვით

გარეგნული იმიჯი ჩემი სასაცილოა,
ჰო, ისეთი ჩია ვარ, წონა მკითხოთ არავინ.
მღლის ცხოვრება -ასეთი ჩქარი ატრაქციონი,
უფრო მეტად ფიქრი რომ-მელის ცივი სამარე.
ღამე მძინაცს ცოტა და დილიდანვე ვმუშაობ,
ნელა მოდის საღამო, რა თქმა უნდა, სხვა დროა:
ანუ ერთად ყოფნის და ანუ უფრო უშარო,
ანუ დროის ის დოზა, რასაც ლექსებს ვანდომებ.
მიმი, ქარი ჩვენს ჭადარს ემუქრება გაწეწვით,
დამეზაფრა ნერვები ამინდების შემყურე.
რაფაზე რომ დაყარე დილით პურის ნამცეცი
გადაკიდებს ერთმანეთს ამ დამშეულ ბეღურებს.
მიმი, ისე მიყვარხარ არ მჭირდება სქოლიო,
მთვარესაც არ დავინდობ, ისევ გავუმეორებ:
მხოლოდ შენ და ლექსებმა როგორ შემიყოლიეთ,
ზედვაკელი რაინდი, პოეტებში მეორე.
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=21298

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →