შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ჩემი თავი არ მახლავს

ჩემი თავი არ მახლავს,
რთული მიმართულებით
მატარებენ ქარები,
როგორც ჩიტი, ისე ვარ.
არ ვრთულდები საერთოდ,
მავთულები მხლართავენ,
მაინც ფრენის სურვილით
ვფრთხიალებ და მივსერავ
ცას(სიჩქარით რაკეტის)
სად?
სადამდე?-
ნუ მკითხავთ.
გავცდი სივრცეს ჩაკეტილ,
ლექსებს ღრუბლებს ვუკითხავ.
მერე რა, რომ მედება
თქვენი თბილი აურა,
ვარსკვლავებო.
ზეცაში აკეთებენ ირაოს
პოეტები.
სამ- ოთხჯერ
თუ რაღაცას ავურევთ,
წელიწადში,
კლანჭებით
ცას ჩამოვაყირავებთ-
გასაკვირი არაა და
რატომ უნდა უკვირდეთ?
ზედვაკელი ლოთია და
ზედმიწევნით ქეიფობს.
ვინმეს კვესი გექნენებათ,
ჰოდა, გადმოუკიდეთ,
და შენ არ უღალატო მთვარევ,
თბილო ლეიბო...
..................................
ცას ღრუბელი მოაწვა და
გაწვიმება არ უნდა...
გაწვიმდეს რა!
გაწვიმდეს!!
ცაო, ნუ წყვეტ მიქარვებს!!!
მინდა კუთხის ოთახში გავსენტიმენტალურდე,
გარეთ ხალხი მიყურებს და ცრემლებს ვეღარ ვიკავებ.
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=48255

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →