ჩანაწერი
Laravel
გამზირი. კაფეები ..
გამზირი. კაფეები, სარდაფი-თეატრები,
რეცეპტი "საცობები" საღამომ გამოწერა
ნერვების დასაგლეჯად.
შორსა ხარ,
მენატრები,
რა მაგრად გაკოცებდი!
...............................................................
პირდაპირ გამომწვევად
იქცევა ვიტრინაში სიგარით ქერა გოგო,
ასაკმა გამიარა,რა იცის მაგ ოხერმა,
აღარ მაქვს ახალგაზრდა ყმაწვილის ვერაგობა,
აღარ ვარ ისეთივე გიჟი და მარტო ხელა,
.................................................................
მე სახლში მივატოვე ლოდინის ანაბარა
დილიდან ჩემი ცოლი კატაზე უარესად
მსუნაგი ტკბილეულის: ჯერ "ნუგა" დამაბარა,
მერე კი შეუდგება გოზინაყს,მურაბებსაც...
....................................................................
საერთოდ, ახალი წლის ამ მეტად გასაოცარ
ღამისთვის იქნებოდა და უნდა მოვახერხოთ
მისწრება "საფერავი" მშვიდობის დასალოცად,
შარშანდელ გულის ვარამს კისერი მოვახერხოთ.
........................................
მრავალ წელს,მეგობრებო!

წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=56342
კომენტარი
0