შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

იგივე

ვიღვიძებ ადრე
და ძალიან ჩვეულებრივ
ოთახში,
სადაც მე ვტოვებ სამოსელს
(ეს ზნეა ჩემი თუ, რავიცი ,ჩვეულება)
დილასთან ერთად იწყება ქაოსი.
და მერე, ძირითადად,
ზოგჯერ კი თვეობით,
დიდი ჯიბეეებით, მაცვია შარვალი.
დამდევენ ყოველდღე იგივე შენობები,
იგივე ნაცნობები მშხამავენ...
იგივე საცობები...
ნერვებიც იგივე...
იგივე პათეტიკა...
იგივე მორალი...
იგივე პოლიტიკა
-მიდი და იგინე...
იგივე ბინძური ხელები მტორავენ...
იგივე პოეზიაა...იგივე მი-რე-დო...
იგივე ფერწერა...იგივე პალიტრა...
შევძლებ კი ოდესმე,ბევრს რომ არ მივედო,
ლექსები ვწერო და თქვენ ტაში დამიკრათ.
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=59460

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →