შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ახლა მოვუსმენდი ჯოპლინს

ახლა მოვუსმენდი ჯოპლინს,
თუნდაც მორისონს ან დილანს.
ყავა არა,იქნებ ჯობდეს,
ჩაი დაგველია...
დილას
მოაქვს გაზაფხულის სუნი,
ბოსტნებს შეუჩნდება მახრა.
როდის ავისრულებ სურვილს,
როდის ჩემს ნაყანებს დავხნავ?!.
როდის ჩამოვკრეფავ ყურძენს
ბლებზე გადაფსკვნილი ვაზის?
ფიქრში ვეფერები ფუძეს,
ფეხით მივუყვები გამზირს...
და დღეს გავექცევი ქალაქს,
თუ დღეს გვიანაა,-ხვალე!
გიო აბესაძეს დამაქვს
მხრებით ზედვაკელის მხარე!
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=60054

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →