ჩანაწერი
Laravel
დასავლეთი თუ რუსი?
ჩემი კარტი ჭრელია:
ტუზი,დამა,ვალეტი...
დღეს რაც უეჭველია,
ამ აპრილის მწუხრისას,
წამოვწვები ბუხრის წინ,
რამე მაგარს დავლევ და
მარტო ძაღლების ყეფა
შემაწუხებს გარედან.
ყელში ამომივიდა ბაყაყების ყიყინი,
ჯერვერდალაგებული ქუჩა ნაგვით ივსება.
იყო ერთი-ორი რომ წამოყო ნიყვივით
თავი საქართველოსთვის
და მოკვეთეს კისერი.
ვზივარ სიტყვისამარა და მწერლობას ვითავსებ.
არ ჩანს ალოგიკურად დაწოლილი ბურუსი.
არ მაქვს სრული პასუხი საუკუნის კითხვაზე:
ჩვენ რომელი გვიშველის
დასავლეთი თუ რუსი?
საწყალი საქართველო რძეგამშრალი ძროხაა!
ტუზი,დამა,ვალეტი...
დღეს რაც უეჭველია,
ამ აპრილის მწუხრისას,
წამოვწვები ბუხრის წინ,
რამე მაგარს დავლევ და
მარტო ძაღლების ყეფა
შემაწუხებს გარედან.
ყელში ამომივიდა ბაყაყების ყიყინი,
ჯერვერდალაგებული ქუჩა ნაგვით ივსება.
იყო ერთი-ორი რომ წამოყო ნიყვივით
თავი საქართველოსთვის
და მოკვეთეს კისერი.
ვზივარ სიტყვისამარა და მწერლობას ვითავსებ.
არ ჩანს ალოგიკურად დაწოლილი ბურუსი.
არ მაქვს სრული პასუხი საუკუნის კითხვაზე:
ჩვენ რომელი გვიშველის
დასავლეთი თუ რუსი?
საწყალი საქართველო რძეგამშრალი ძროხაა!
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=76453
კომენტარი
0