შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

შემოდგომის ამ..

შემოდგომის ამ,
შემოდგომის ცივ
საღამოს მე ვწერ,
საღამოს მე ვკლავ.
შემოვხაზავ წრეს
და ვუყურებ წინ
ჭადრებს,
როგორ ცდის ზენა ქარი კვლავ;
შემოდგომის ამ,
შემოდგომის გრილ
საღამოს მე ვწერ,
შენ- კითხულობ, ირ!
შემოდგომის გრძელ,
შემოდგომის რთულ
საღამოს მე ძველ
ზღაპრებს გეტყვი თუ,
თუ არ გძინავს თეთრ
და ღუმელივით თბილ
საბნის ქვეშ,ან სულაც,
ბუხრის ახლო თვლემ.
რასაც ამბობ ახლა,
საზოგადოდ თქვი:
გრძნობით დნება ზამთრის
ყველა ცივი თვე.
შემოდგომის ამ,
შემოდგომის გრილ
საღამოს მე ვწერ,
შენ- კითხულობ, ირ!
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=81765

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →