შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

გაზაფხულის მოლანდება

ღმერთო, რა სამოთ ხ ე დამასიზმრე,
მთებში მასთან ერთად დავდიოდი.
ვიყავ უდიდესი, თანაც მცირე
ქვეყნად აღარაფერს არ ვჩიოდი.

სითბოს ნამქერები გაეწირა,
ზეცა ლურჯად იყო დახატული,
ტყემლის ყვავილები დამესიზმრა
ქვებზე მოჩუხჩუხე ნაკადული.

მერე ყვავილები მომელანდა
ჭრელი, უთვალავი, არნახული,
ჩანს რომ გაზაფხული მომენატრა -
მთებში შემოსული გაზაფხული.
Laravel

კომენტარი

1
ეეჰ... რამდენჯერ დამსიზმრებია
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →