შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ძველისძველ ღვინოს

ძველისძველ ღვინოს და მძიმე მტევნებს,
ფეერიულად მკრთოლავ აკიდოს -
სვამს და თავისთვის თვალყურს ადევნებს,
რომ თვალებს ღვინო არ მოაკიდოს.
გამოფხიზლება მისი უდაო
სხვა მოგონებებს უტოვებს სირცხვილს,
რადგან წარსულმაც მას დაუტოვა
გადაუხდელთა იმედთა რიცხვი.
არც ვალებს უხდის და არც უდგება
მევალეებთან ვისმეს თავდებად,
იმათთვის გული არ ეთუთქება,
არც ოქროები აუთავდება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →